ამ საცავში განთავსებულია პრეზენტაცია pdf ფორმატში, სადემონსტრაციო კოდი როგორც jupyter notebook-ის სახით (.ipynb), ასევე html ფორმატში.
დემონსტაციაში გამოყენებული მონაცემები დუბლინის ხმაურის მაჩვენებლების შესახებ ამ საცავში არაა დამატებული. ჩამოტვირთეთ მონაცემები პრეზენტაციაში მითითებული ბმულიდან, ამოიღეთ ფაილები არქივიდან და ამოღებული ფაილების ადგილმდებარეობის შესაბამისად შეასწორეთ ნოუთბუქში ფაილებისა და საქაღალდეების მისამართები.
კოდი იყენებს შემდეგ პაკეტებს:
pandas
, matplotlib
, seaborn
კოდის გასაშვებად საჭიროა გარემოში დაინსტალირებული იყოს jupyter
პაკეტი.
Jupyter არის ინტერაქტიული ვებ-გარემო სადაც შესაძლებელია კოდის ნაწილ-ნაწილ გაშვება, ცვლადების მდგომარეობის შენარჩუნება სესიის მანძილზე და შედეგების ადგილზე ნახვა.
სრულყოფილი გარემოს მარტივად მომზადებისათვის რეკომენდირებულია Anaconda გარემოს ინსტალაცია, რომელიც შეიცავს ყველა საჭირო პაკეტს.
ამის გარდა შეგიძლიათ მოიძიოთ ღრუბლოვანი სერვისები, რომელიც უფასოდ გთავაზობთ Jupyter გარემოს. Jupyter-ის ღრუბლოვანი სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში კი, საჭირო იქნება როგორც ნოუთბუქების, ასევე მონაცემების ატვირთვა.